გამოცდა 1-ელ თებერვალს ჩატარდება - NAEC დეტალებზე
28-01-2023
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც რეგისტრაცია 20 იანვრის ჩათვლით გაიარეს, ტესტირება 1-ელი თებერვლის 12:00 საათზე დაიწყება.
 
სტუდენტები საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) რეგისტრაციის გასავლელად 11:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
 
მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, სურვილის შემთხვევაში კი, წყალი პლასტმასის ბოთლით და პირბადე. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით.
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან.
 
ტესტი კი შედგება 45 არჩევითპასუხიანი (დახურული) დავალებისგან (თითოეული ნაწილი 15 დავალებისგან).  ყოველ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.  
 
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
 
შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელსაც გამოცდის დღეს ცენტრის თანამშრომელი გადასცემს მონაწილეს.
 
გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე გამოსაცდელს შეუძლია ცენტრს მომართოს საპრეტენზიო განაცხადით. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება გამოცდის დღის 20:00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203