როგორ მოვემზადოთ წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდისთვის? - იხილეთ ელექტრონული წიგნები და დოკუმენტები
28-01-2023

წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა 2023 წელსაც ჩატარდება და მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ უფროსისა და წამყვანის სტატუსის მქონე მოქმედ მასწავლებლებს აქვთ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო პროგრამა უკვე გამოაქვეყნა. ასევე ცნობილია სარეკომენდაციო ლიტერატურა და საკანონმდებლო აქტები, რომელთა ცოდნაც წამყვანობისა და მენტორობის მსურველებს გამოცდის ჩაბარებაში დაეხმარება.

გთავაზობთ ყველა საჭირო დოკუმენტსა და სახელმძღვანელოს.

ლიტერატურის ჩამონათვალი:

  1. სასწავლო აქტივობები ყველასთვის;
  2. სამოქმედო კვლევა – ჯეფრი მილსი;
  3. როგორ შევადგინოთ საგანმანათლებლო პროექტი - გზამკვლევი მასწავლებლებს;
  4. პროექტის წერის და მართვის სახელმძღვანელო;
  5. აკადემიური წერა (216-258 გვ.)
  6. განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის;
  7. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები;
  8. მოქალაქეობრივი განათლება;
  9. ციფრული მოქალაქეობა;
  10. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.

საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი:

  1. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ;
  2. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
  3. ბავშვთა უფლებების კონვენცია;
  4. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა;
  5. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;
  6. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  7. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.

შეგახსენებთ, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა საგამოცდო დრო გაიზარდა და გამოცდის ხანგრძლივობა 4-ს ნაცვლად 5 საათი იქნება.

იხილეთ ასევე: წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა საგამოცდო ლიტერატურა მნიშვნელოვნად შემცირდა - რის ცოდნას ითხოვდნენ შარშან და რას ითხოვენ ახლა პედაგოგებისგან?

2023 წლის მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების პროგრამები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203