ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, კვირის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ყველა ბაღის სამზარეულო ბლოკი შემოწმდება.
„ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების მუდმივმოქმედმა მონიტორინგის ჯგუფმა სამზარეულო ბლოკი, კერძების მომზადების პროცესი და სამეურნეო ნაწილის საქმის წარმოების დოკუმენტაცია შეამოწმა.
მონიტორინგის ჯგუფი კონკრეტულად ამ მიმართულებით კვირის განმავლობაში ყველა მუნიციპალურ საბავშვო ბაღს შეამოწმებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.