პატარა ქანდის საჯარო სკოლაში ქართული ანბანის ასოები თიხასა და თექაზე გამოსახეს
20-04-2018
პატარა ქანდის საჯარო სკოლის პედაგოგებმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს. პედაგოგებმა ვილნარ ისაიაშვილმა, რიტა თოლიაშვილმა, ნანა აბუაშვილმა და მანანა მარჯანიძემ ღონისძიება I, II და VI კლასში გამართეს.
მოსწავლეებმა ქართული ანბანი შემოქმედებითად წარმოადგინეს.
მათ ანბანის ასოები თიხის ფირფიტებზე, თექის ფურცლებსა და პლაკატებზე ორნამენტებით გამოსახეს. იხილეთ ფოტოები