როგორ უნდა დაიცვას მასწავლებელმა სკოლაში საკუთარი უფლებები?
05-02-2023

სკოლაში სხვადასხვა მოვალეობის გარდა, მასწავლებლებს აქვთ უფლებებიც, რომელთა დასაცავადაც ზოგჯერ ბრძოლა სჭირდებათ.

თუ უცხოურ პრაქტიკასაც გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პედაგოგებს სამართლიანი სამუშაო გარემოსთვის გაფიცვასაც კი აწყობენ. საქმე აქამდე მაშინ მიდის, როდესაც მასწავლებლებს სკოლაში არ უსმენენ ან მათი მოთხოვების შესრულებას არ განიხილავენ.

მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უფლებების შესახებ თითოეულმა პედაგოგმა კარგად იცოდეს. გარდა ამისა კი, ფლობდეს ინფორმაციას, როგორ დაიცვას თავი უსამართლობისგან. პირველ რიგში, ის საკითხში კარგად უნდა გაერკვეს, ყველაფერი დააზუსტოს, შემდეგ სკოლაში შესაბამის სამსახურს ან დირექტორს მიმართოს და პრობლემის მოგვარებში დახმარება სთხოვოს.

მასწავლებლებისთვის გასაჩივრების უფლება საქართველოს კანონით - „ზოგადი განათლების შესახებ“ არის დაცული.

მასში ვკითხულობთ:

  • მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის, სკოლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.
  • სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია შექმნას საჩივრების მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.
  • სამოქალაქო სამართალწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სასამართლოში საჯარო სკოლის წარმომადგენლობას ამ საჯარო სკოლის დირექტორის მინდობილობის საფუძველზე უზრუნველყოფს სამინისტრო ან სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს ან სამინისტროს თანამშრომელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203