გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მშობლებს აღსაზრდელებისთვის საჭირო ნივთებს: ჭურჭელს, სკამს თუ ჰიგიენურ საშუალებებს აღარ მიატანინებენ, - აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნატა რუაძემ განაცხადა.
ცნობილია, რომ მ საკითხს მკაცრად გააკონტროლებს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, რომლის თქმითაც, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და პატარებისთვის ყველა საჭირო ინვენტარს შეიძენენ.