NAEC-მა მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო მოამზადა
27-01-2023

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ელექტრონული წიგნის PIRLS-ის შედეგების ინტეგრირება საკლასო ცხოვრებაში მსოფლიოს მასშტაბით“ პრეზენტაცია ჩატარდა. 

წიგნი საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მასალებზე დაყრდნობით მომზადდა. სახელმძღვანელო დაეხმარება მასწავლებლებს პრაქტიკაში დანერგონ ბოლოდროინდელი სამეცნიერო მიდგომები წაკითხულის გააზრების შესახებ. ეს ინფორმაცია წიგნში რჩევებადაა მოცემული და მათი გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაშია შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსი საზოგადოებას უცხოელ ავტორებთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძე წარუდგინა. პრეზენტაციას დაწყებითი საფეხურის პედაგოგები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოეწყო რამდენიმე ვორკშოპი კითხვის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით.  

წიგნში, რომელიც კითხვის სტრატეგიებს ეძღვნება, მოყვანილია ხუთი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მაგალითი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203