დუშეთის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ღონისძიება მიუძღვნეს
20-04-2018

ვაჟა-ფშაველას სახელობის დუშეთის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. 

კვირეულის ფარგლებში, V კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის იზა გოზიტაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ღონისძიება მიუძღვნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა მშობლიურ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა. 

ღონისძიებას სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.

„არაჩვეულებრივად თბილი და სასიამოვნო საღამო გამოვიდა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203