დიცის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვაზე ზრუნვასაც ასწავლიან
20-04-2018
გარემოს დაცვაზე ზრუნვა ყველა მოქალაქის ვალია

სწორედ ამიტომ,  სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლების მიზნით,  დიცის საჯარო სკოლაში შესაბამისი ფილმის ჩვენება ჩატარდა, სახელწოდებით - „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“.

ფილმის ჩვენების დასრულების შემდგომ,  მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის დისკუსია გაიმართა თემაზე - ,,გავუფრთხილდეთ გარემოს". 

სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203