გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას დიდ დროს უთმობენ
20-04-2018
გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით სკოლის მოსწავლეთათვის სპორტული ღონისძიება „მხიარული სტარტები“ გაიმართა. 

ღონისძიებაში ერთმანეთს V-VI-VII-VIII-IX კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი ორი გუნდი „გურია“ და „ბახმარო“ დაუპირისპირდა. 

ღონისძიება სხვადასხვა სპორტული აქტივობისგან შედგებოდა: ამანათის გადაცემა, გამორბენით წინ კოტრიალი, რგოლში გაძრომა, ასკინკილა, რბენა ზიგზაგით, რბენა თავზე ჩამოცმული რგოლით, რბენა ტომრით, ჭაობის გადალახვა, ბურთის ფარში ტყორცნა, ბაგირის გადაძალვა.

გამარჯვებულმა გუნდმა „ბახმარომ“ ოთხი ქულით სძლია მოწინააღმდეგეს. 

შეჯიბრებამ ხალისით ჩაიარა. 

„მხიარული სტარტების“ მონაწილეებს სხვადასხვა კლასის მოსწავლეები პლაკატებით, შეძახილებით და აპლოდისმენტებით გულშემატკივრობდნენ. 

ღონისძიებას სპორტის პედაგოგი მერაბ სიხარულიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203