ახალსოფლის საჯარო სკოლაში აპრილის თვეში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს
20-04-2018
გარდაბნის ახალსოფლის საჯარო სკოლაში აპრილის თვეში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს. 

სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ კვირეული ჩატარდა. 
მიუხედავად მცირე ასაკისა, დამრიგებლის, ლუიზა სუხიტაშვილის ხელმძღვანელობით და დირექციის გადაწყვეტილებით, კვირეულში სკოლის მე - 3 კლასიც აქტიურად ჩაერთო. მოსწავლეებმა ძალადობის წინააღმდეგ თავიანთი დამოკიდებულება ნახატების საშუალებით გადმოსცეს. 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად, პატარებმა საკლასო ოთახში კუთხე მოაწყვეს და თავიანთი ხელით მოხატული კვერცხებით გაფორმეს. 

მოსწავლეები ასევე, სკოლაში ჩატარებულ დედაენის კვირეულში აქტიურად ჩაებნენ. 

გარდა ამისა, მოსწავლეები ინგლისურ ენას ხალისით ეუფლებიან და კლასში კუთხე აქვთ, სადაც თავიანთი ცოდნის დემონსტრირებას აწყობენ. კლასს უცხო ენას ორენა კობალაძე ასწავლის. 
ახალსოფლის სკოლის დირექცია კმაყოფილია მე-3 კლასის აქტიურობით. სწორედ ამიტომ, ისინი საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203