მოხის საჯარო სკოლას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ეწვია
20-04-2018
მოხის საჯარო სკოლას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ეწვია. თავდაცვის უწყების წარმომადგენელი მე-9 მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
მან მოსწავლეებს აუხსნა თუ რა ფუნქცია აკისრია შინაგან ჯარებს ქვეყნის წინსვლის საქმეში, მოზარდებს საქართველოს თავდადებულ გმირებზე ესაუბრა და საქართველოში არსებული სამხედრო სასწავლებლებლები და სასწავლებელში ჩაბარებისთვის საჭირო კრიტერიუმები გააცნო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებში შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. სკოლის აღსაზრდეელბმა თემის ირგვლივ უამრავი კითხვა დასვეს და სტუმრისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. იხილეთ ფოტოები