სააღმზრდელო პროგრამა დაიხვეწება - გაიხსნება სასკოლო მზაობის ცენტრები
27-02-2023

ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას, ინკლუზიურ განათლებას, აღსაზრდელების უსაფრთხოებასა და საუკეთესო ინტერესების დაცვას, სტანდარტის შესრულების გაძლიერებას, ბავშვთა სკოლისათვის მომზადებას.

დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტში დაგეგმილია აღმზრდელების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად გადამზადება და ავტორიზაციისათვის მომზადება.

ოფიციალური ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 1 ბაგა-ბაღი, სადაც დღეის მდგომარეობით, შესაძლებელია 160 ბავშვის სწავლება, სოფელ გლოლაში არის საბავშვო ბაღი, კვებით უზრუნველყოფით; სოფლებში ბავშვთა კონტინგენტის და მშობელთა მომართვიანობის შესაბამისად გაიხსნება სასკოლო მზაობის ცენტრები შესაბამისი მომსახურეობით.

სულ სკოლამდელ დაწესებულებაში დასაქმებულია 44 თანამშრომელი. ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწა, სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, ჰასპის პროგრამის დანერგვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203