ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსაზღვრულია წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული საუკეთესო შედეგის მქონე 5 (პირველ საფეხურზე 4 სტუდენტი და მეორე საფეხურზე 1 სტუდენტი), წარმატებული სტუდენტისათვის გაიცემა სტიპენდია.
ჯამში, 5 წარმატებული სტუდენტისთვის, ბიუჯეტით გათვალისწინებულია 8 ათასი ლარი.