დღეს, პედაგოგებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული შეხვედრა-სემინარი ჩატარდება.
ონლაინ შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მას ამჯერად ქიმიის ექსპერტები, სოფო მშვილდაძე და ნათია საღინაძე გაუძღვებიან. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის თემა იქნება „კომპლექსური დავალებაა, როგორც შემაჯამებელი სამუშაო“.
შეხვერდა-სემინარი ჩატარდება ონლაინ, თიმსის პლატფორმაზე.
იხილეთ, სარეგისტრაციო ბმული.