ჩაქვის N1 საჯარო სკოლას მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი გენრიეტა ქუთათელაძე სტუმრობდა
20-04-2018
ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა.

სკოლას მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი გენრიეტა ქუთათელაძე ესტუმრა. 

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სკოლის ეზოში, ზურაბ გორგილაძის სახელობის სკვერში გაიმართა. 

მოსწავლეები ერთმანეთს ლექსების მხატვრულად კითხვაში ენაცვლებოდნენ, წარმოადგინეს თეატრალური ინსცენირება, სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა შეასრულა ახალი რეპერტუარიდან ცეკვა, ხოლო სკოლის ვოკალურმა გუნდმა სიმღერა „მრავალჟამიერი“. 

მოსწავლეებს სიტყვით მიესალმა სკოლის დირექტორი ტარიელ ქათამაძე და სტუმარი გენრიეტა ქუთათელაძე, რომელმაც ისაუბრა ქართული ენის მნიშვნელობაზე, სიწმინდეზე, მისი წარმოშობისა და განვითარების საფეხურებზე. 

ღონისძიების დასასრულს, მწერალი სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეხვდა, რომლებსაც დღევანდელობაზე, მხატვრულ ლიტერატურასა და მისი ავტორობით გამოცემულ წიგნებზე ესაუბრა.  

მწერალთან შეხვედრის მიზანი გახლდათ სკოლის მოსწავლეების გააქტიურება და წიგნის კითხვის კულტურის განვითარება. 

სტუმარმა სკოლის ბიბლიოთეკასა და რამდენიმე მოსწავლეს საჩუქრად მისი ავტორობით გამოცემული ახალი წიგნები გადასცა. 

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის გენრიეტა ქუთათელაძეს სკოლაში მობრძანებისა და მოსწავლეებთან საინტერესო, შთამბეჭდავი საუბრისათვის. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203