ბუშეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს
20-04-2018
ბუშეტის საჯარო სკოლის ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა მანანა ბოჭორიშვილმა და ქიმიის უფროსმა მასწავლებელმა ლიანა ჩხეტიანმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. 
კონკურსი კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველომ“ სოფლად მდებარე იმ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოაცხადა, რომელთა მასწავლებლებმაც 2017 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე აპლიკაცია შეიტანეს.  
„განათლება ყველასათვის - საქართველოს“ დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაციის „World Vision Georgia“-ს თანადაფინანსებით, სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების მოყვარულთა კლუბი შეიქმნება, რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით.  
ასევე გამწვანდება სკოლის ეზო და განხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები.  
იხილეთ ფოტო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203