2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები კვლავ დაპირებული კომპიუტერების მოლოდინში არიან. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, etaloni.ge დაუკავშირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კითხვით: 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს როდის გადაეცემათ დაპირებული კომპიუტერები? - თუმცა სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა, რადგან თავადაც არ იციან კონკრეტული ვადები.
„ჯერ ზუტად ვერ გეტყვით, ჩვენც ველოდებით, როდის მოგვაწვდიან ამ კომპიუიტერებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ 2022-2023 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს კომპიუტერების გადაცემა. როგორც კი კომპანიები მოგვცემენ, რესუსცენტრებისაც გადავცემთ“, - ასეთია ოფიციალური უწყების განმარტება.
აღსანიშნავია, რომ საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით წარჩინებული მოსწავლეებისათვის საჭირო 5 567 ცალი პორტაბელური (ლეპტოპები) კომპიუტერი შეისყიდა.
შეგახსენებთ, რომ საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები მე-7, მე-8, მე-9 კლასებში მიღებული ქულათა დამრგვალების შედეგად ვლინდებიან. აღნიშნულ კლასებში მიღებული ქულების დამრგვალების შემდგომ მათი ქულათა ჯამი უნდა იყოს 10, რათა მათ წარჩინებული მოსწავლის სტატუსი მოიპოვონ და სამინისტროსგან პორტატული კომპიუტერი მიიღონ.