წყალწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები „მომავლის ბაღის“ განაშენიანებას გეგმავენ
20-04-2018
წყალწმინდის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „პრობლემების ინდიკატორი“ წევრებმა სკოლის დირექციას, სამეურვეო საბჭოს წევრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებს და სკოლის მოსწავლეთა მშობლებს გეგმა-პროექტი - „მომავლის ბაღი“ წარუდგინეს.

შეხვედრაზე კლუბის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას „მომავლის ბაღის“ განაშენიანების პროექტი გააცნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის გასახორციელებლად შერჩეული ტერიტორია ადგილზე გააცნეს და სამომავლოდ შესასრულებელი სამუშაოები დაგეგმეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, 21 აპრილიდან ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება, რომელშიც სკოლის დირექციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, სკოლის აღსაზრდელები, მშობლები და სოფელში მცხობრები მოხალისეები ჩაერთვებიან. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203