საბავშვო ბაღები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების, მთვრობის მიერ დამტკიცებული ნორმებით ხელმძღვანელობენ.
ოფიციალურ დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ის მთავარი კრიტერიუმები, რისგანაც უნდა შედგებოდეს აღსაზრდელების რაციონი.
მაგალითად საუზმეზე სავალდებულოა იყოს მარცვლოვანი კულტურები (შვრია, ბრინჯი...), ასევე რძის ნაწარმი, სასმელი (ჩაი, რძე...), არასავალდებულოა ტკბილი (ჯემი, ხილი), ცილოვანი პროდუქტი (ხაჭო, ყველი...).
რაც შეეხება სადილს, სავადლებულოა, პირველი კერძი, ძირითდი კერძი, გარნირი, დესერტი, სასმელი, მარცვლეული;
სამხარზე აღსარდელებმა უნდა მიირთვან მარცვლოვანი პროდუქტი, რძის ნაწარმი ხილი, სასმელი.