რუსთავის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქოთნის ყვავილები დარგეს
20-04-2018
რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დარგეს ქოთნის მცენარეები და მათ მოვლაზეც თავად იზრუნებენ.
აქცია პროექტ „იზრუნე, არ იძალადოს“ ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, მერიის ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსი აკაკი ხვედელიძე და საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია „სიქას“ დირექტორი პავლე თვალიაშვილიც შეუერთდნენ.
პროექტ „იზრუნე, არ იძალადოს“ მიზანს სკოლის მოსწავლეებში არაძალადობრივი ცნობიერებისა და სამოქალაქო კულტურის ამაღლება წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში, მე-16 სკოლის ეზოში, ჯამში 300 სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგვება.
გარდა ამისა, ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, მოსწავლეებისთვის სპეციალური სემინარების ჩატარება, საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება და გავრცელება იგეგმება.
პროექტის ფარგლებში სკოლა შეუერთდა საერთაშორისო სკოლების ქსელს ENO, რომელშიც 157 ქვეყნის სკოლაა გაწევრიანებული.
ქსელის ადმინისტრირება ფინეთიდან ხდება და წლის მანძილზე ბევრ საგანამანათლებლო აქტივობას მოიცავს.
პროექტი რუსთავის მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა შემოწირულობებით ფინანსდება.