ტეზრის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედა ენის დღე იზეიმეს
20-04-2018

ტეზრის საჯარო სკოლის პირველ კლასში დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა დედა ენაზე შექმნილი ლექსები წარმოთქვეს და იმღერეს. 

პატარებმა ასევე დედა ენის შექმნასა და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება- მოღვაწეობაზე ისაუბრეს. 

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ლიანა აბრამაშვილი ხელმძღვანელობდა. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203