წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაჩაბარებული მასწავლებლები დღემდე ელიან სამინისტროსგან პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტს, რაც პედაგოგების ნაწილში ეჭვს, რომ მათ სავალდებულო აქტივობებისთვის დრო არ ეყოფათ; სწორედ ამიტომ შეიქმნა პეტიცია მოთხოვნით - პირდაპირ მიენიჭოს სტატუსი მას, ვინც პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარა.
„მოგვანიჭეთ სტატუსი მხოლოდ გამოცდით, ნუ გვაყენებთ არათანაბარ პირობებში მასწავლებლებს“ - პეტიცია
ახლახან კი პედაგოგმა ანა ჯანგიშერაშვილმა, კიდევ ერთი წერილი გაასაჯაროვა, რომლის ადრესატიც პრემიერი ღარიბაშვილი გახლავთ. ჯერჯერობით ესაა სამუშაო ვერსია და შესაძლოა, გაგზავნამდე მასში გარკვეული კორექტირებებიც შევიდეს, თუმცა მთავარი მოთოხვენები უცვლელი დარჩება: მასწავლებლების კარიერული წინსვლის სქემა გახდეს უფრო მოქნილი, ხოლო პორტფოლიო, კარიერული წინსვლის ალტერნატივად განიხილონ.