ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელის თინათინ ესიტაშვილის ინიციატივით, სოფლის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოვლა-პატრონობა ტრადიციად აქციეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თავდაპირველად მოსწავლეებმა ეკლესიის ეზოში ყვავილნარი გააშენეს და ეზო გაალამაზეს.
ახლა კი მოზარდები, კლასის ხელმძღვანელთან ერთად ხშირად სტუმრობენ ტაძარს და ხალისით ასუფთავებენ ეკლესიას და მის მიდებარე ტერიტორიას, უვლიან ყვავილნარს.
იხილეთ ფოტოები