„შვილი არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა“... - 10 „ოქროს წესი“ მშობლებისთვის
01-02-2023

რა არის მთავარი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში? როგორ უნდა მოიქცნენ უფროსები და რომელი 10 „ოქროს წესი“ უნდა დაიცვან? გთავაზობთ იანუშ კორჩაკის „10 მცნებას“ მშობლებისთვის:

1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა;

2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც მას უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება;

3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რადგან ის სუსტია. დიდი ხნის მერე მოხუცდები და შენც დასუსტდები და მოიმკი რასაც დასთეს;

4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისეთივე რთულია, როგორც შენთვის. უფრო მეტადაც, რადგან მას არ აქვს გამოცდილება;

5. არ დაამცირო;

6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა. უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მას, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით;

7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე, რადგან ყოველთვის ცოტა იქნება, სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ;

8. შვილი ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი - ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. 

9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე;

10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი - უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს - ეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203