ფოთის 2023 წლის ბიუჯეტში, სკოლამდელი დაწესებულებების ფუქნციონირებისთვის განსაზღვრულია 3 800 000 ლარი.
ოფიციალური ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის 15 დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1634 ბავშვი. ბაგა-ბაღებში, ჯამში, დასაქმებულია 158 აღმზრდელი, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი.
„ა(ა)იპ „თვითმმართველ ქალაქ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში" ბავშვთა კვებისათვის დადგენილია ერთ ბავშვზე 3.3 ლარი დღეში, რომელიც განისაზღვრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორის მიერ დამტკიცებული მენიუთი. (ბავშვთა კვების რაციონიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, დამტკიცებულ მენიუში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით)“, - ნათქვამია ბრძანებაში.