როგორ უნდა იზრუნონ მასწავლებლებმა სკოლის განვითარებაზე? - რას ავალდებულებს პედაგოგებსა და სპეციალურ მასწავლებლებს პროფესიული სტანდარტი?
02-02-2023

მასწავლებლობა მხოლოდ საგნის კარგად ცოდნა არაა. პედაგოგს პროფესიული თვალსაზრისით ბევრი ვალდებულება აქვს.

მასწავლებლებმა არა მხოლოდ საკუთარი მოსწავლის განვითარებაზე, არამედ მთლიანად სკოლაზე და მის პრესტიჟზე უნდა იზრუნონ.

სკოლის განვითარებაზე ზრუნვას პედაგოგებს პროფესიული სტანდარტი ავალდებულებს. დოკუმენტის თანახმად:

სკოლის განვითარებაზე ზრუნვა გულისხმობს:

  • სკოლის განვითარებისკენ მიმართულ აქტივობებში მონაწილეობას;
  • დემოკრატიული მართვის პრინციპების გათვალისწინებას, სკოლის პრესტიჟის შენარჩუნებასა და ამაღლებაზე ზრუნვას;
  • მოსწავლეთა ჩართვას ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას.

სკოლის განვითარებაზე ზრუნვა ევალებათ სპეციალურ მასწავლებლებსაც, რაც გულისხმობს:

  • სკოლის განვითარებისაკენ მიმართულ აქტივობებში მონაწილეობას;
  • სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდას; სკოლის პრესტიჟის შენარჩუნებასა და ამაღლებაზე ზრუნვას;
  • სსსმ საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვას ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას;
  • ინკლუზიური კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობას;
  • ინკლუზური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული კამპანიების ორგანიზება ან/და თანამონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებს ყველა სტატუსის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203