ემზარ წილოსანის სახელობის ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გასვლითი ღონისძიებით ქობულეთში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიას გაეცნენ.
გასვლით ღონისძიებაში მეცხრე კლასი და პროფორიენტაციის პედაგოგი ირა დავლიშვილი მონაწილეობდნენ.
მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს პროფესიის არჩევაში და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვაში.
აღნიშნული პროექტის საშუალებით, მოზარდები შეძლებენ მათი პიროვნულ-ინდივიდუალური მახასიათებლების გამოვლენას და პროფესიული საქმიანობის ისეთი სფეროს შერჩევას, სადაც ისინი შეძლებენ თვითრეალიზებას.
იხილეთ ფოტოები