სტუდენტთა დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, დღეიდან განცხადებების მიღებას ვიწყებთ. რამდენიმე კატეგორიის სტუდენტებს ეხება ეს დაფინანსება: სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს, მათ სწავლის დაფინანსება სამივე აკადემიურ საფეხურზე შეეძლებათ.
გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული მაგისტრებისთვის გაიცემა ფინანსური წახალისება თბილისის მერიის სტიპენდია. დაფინანსდება დედაქალაქში რეგისტრირებული ყველა პირი რომელიც ზემოთ ხსენებულ კატეგორიას შეეხება.
დაფ9ინანსების ოდენობა დამოკიდებულია წინა სემესტრში მიღებული შედეგების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ, 50% 70% და 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში რომელიც არაუმეტეს 1125 ლარია. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა მიმართონ მერიას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.