ბეჩოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღესათან დაკავშირებით ღონისძიება - ,,ო, ენავ ჩვენო დედაო ენავ...“ გაიმართა.
სკოლის პედაგოგმა რეზო ხორგუანმა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა ისაუბრა, თუ როგორი ერთსულოვანი იყო ქართველი ერი მშობლიური ენის დასაცვის საქმეში, როგორ აღუდგა წინ საბჭოთა იმპერიის ბოროტ განზრახვას და როგორ გადაარჩინა ამ თავგანწირვამ ჩვენი დედა- ენა, ენა რომელსაც იოანე- ზოსიმემ ,,ღმერთების ენა“ უწოდა.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომელთაც პედაგოგს უამრავი კითხვა დაუსვეს.
სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთები გააკეთეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები