თბილისის N195 საჯარო სკოლამ საინტერესო აქტივობები განახორციელა
20-04-2018

თბილისის N195 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ზესტაფონის ქუჩაზე საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედას და მის მცირეწლოვან შვილებს, იაკობს და იოანეს, საჩუქრები გადასცეს.

დირექციის ცნობით, აღნიშნული აქტივობით, სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ გაითავისეს.

პარალელურად, მოსწავლეებმა ნახატების და ხელნაკეთების გამოფენა მოაწყვეს, სადაც წარმოდგენილი იყო ნიჭიერი შემოქმედების მიერ დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობა, რომელმაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

თბილისის N195 საჯარო სკოლის დირექციის ცნობით, მოსწავლეთა აქტიურობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203