უნივერისტეტების საყურადღებოდ გამოცდების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
02-02-2023
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
„2023 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიზნებისათვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში უნდა შეავსოს ანკეტა 2023 წლის 1 თებერვლიდან 2023 წლის 10 თებერვლამდე“, - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.