სკოლები, სადაც ორი ახალი საგნის სწავლება სავალდებულო გახდება - მინისტრის გადაწყვეტილება
05-02-2023
ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მინისტრის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლებში ჭადრაკის სწავლება მეორე კლასშიც სავალდებულო ხდება;

კიდევ ერთი ცვლილება კი ეხება არაქართულენოვან საჯარო სკოლებს, სადაც 2023-2024 სასწავლო წლიდან II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ერთსაათიანი კვირეული დატვირთვით უნდა ისწავლებოდეს.

„I და II კლასებში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი.

II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ერთსაათიანი კვირეული დატვირთვით  2023-2024 სასწავლო წლიდან იმ სკოლებისთვის ხდება სავალდებულო, ვისაც შესაბამისი კადრი ჰყავს“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს განათლების მინისტრი აწერს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203