სკოლებში სასწავლო გარემოს სამინისტრო შეამოწმებს - დეტალები
01-02-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ კონკრეტული დეპარტამენტს ევალება სასწავლო პროცესის მონიტორინგი საჯარო სკოლებში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციას დაევალება „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო გარემოს მონიტორინგის განხორციელება, მონიტორინგის შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება“.
ბრძანებას ხელს მიხეილ ჩხენკელი აწერს და ის უკვე ძალაშია.