მასწავლებლების/ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია და დაბალი ანაზღაურება განათლების სისტემის მთავარ პრობლემებად დაასახელეს
განათლების დაბალი ხარისხი, სწავლის მაღალი საფასური და მასწავლებლების/ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია განათლების სფეროს მთავარ გამოწვევად დასახელდა - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“, რომელიც პირისპირ გამოკითხვის მეთოდით 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა.გამოკითხულთა აზრით, პრობლემად დასახელდა მაღალი ფასი სასწავლო მასალებსა და წიგნებზე, რეპეტიტორების მაღალი საფასური და მასწავლებლების/ლექტორების დაბალი ხელფასებია.
მშობლების ნაწილი, შვილის ბაღში ან სკოლაში ყოფნისას მათ უსაფრთხოებაში დარწმუნებული არ არისკვლევაში აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხთან დაკავშირებით ყველაზე მეტად თბილისელები, ქალები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, დასაქმებულები და ოპოზიციის მხარდამჭერები წუხან.