ხცისის საჯარო სკოლაში აპრილის თვის დღესასწაულები აღნიშნეს.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლიანა გოჩიაშვილმა სპექტაკლი „გაცოცხლებული ვეფხისტყაოსანი“ შესთავაზა მაყურებელს.
მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა უკვდავი პოემის გმირები საინტერესოდ განახორციელეს.
სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა.
გამოფენიდან შემოსული თანხით თვითმმართველობამ სკოლის დაწყებითი საფეხურის სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის საკანცელარიო ნივთები შეიძინა და პატარებს საჩუქრად გადასცა.
იხილეთ ფოტოები