ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნახატების გამოფენა გამართეს
20-04-2018

ზემო მაჩხაანის საჯრო სკოლაში გასვლითი ღონისძიება მოაწყვეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, II-IV კლასის მოსწავლეები სოფელ მირზაანში მდებარე ალავერდის ეკლესიაში იმყოფებოდნენ, სადაც ეკლესია და ბუნების პეიზაჟები დახატეს. 

„მოსწავლეებმა გაზაფხულის სურნელი ჩააქსოვეს ნახატებში. დახატეს ახლად გაღვიძებული ხეები, გაზაფხულის მზით გამთბარი მდელოები, გაცისკროვნებული ცა, ლაღად მოფარფატე ფრინველები“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ხატვის შემდეგ მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად ,,მაჩვენე ხელები“, ,,ვინ იქნება პირველი“ და „იპოვე ნივთი“ ითამაშეს. 

მირზაანიდან დაბრუნებულმა მოზარდებმა სკოლაში ნახატების გამოფენა გამართეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203