სათემოს საჯარო სკოლაში ნიჭიერი და შემოქმედი მოსწავლეები სწავლობენ
20-04-2018
სათემოს საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ხელნაკეთი კომპოზიციის გამოფენა მოაწყვეს

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ ნიჭიერად შესრულებული ჩანახატები. 

დასასრულს, ავტორებმა საკუთარი ნამუშევრების შესახებ ისაუბრეს. 

მათი პედაგოგი მარიანა ფარეხელაშვილია. 

სათემოს საჯარო სკოლა ნიჭიერი და შემოქმედი მოსწავლეების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. 

ამის დამადასტურებელია კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც ახლა უკვე პირველი კლასის მოსწავლეებმა  ჩაატარეს.  ღონისძიებას ეწოდებოდა  ,,მე შენ მიყვარხარ დედა“, რომელსაც  კლასის დამრიგებელი ანნა გოჩიაშვილი და მუსიკის პედაგოგი, მარეხ ოქროპირიძე ხელმძღვანელობდნენ. 

მეხუთე - მეექვსე კლასის მოსწავლეებმაც მოაწყვეს ღონისძიება, სახელწოდებით,  ,,ვადიდოთ დედა, ვადიდოთ ქალი“. ხელმძღვანელი -  დალი ფარეხელაშვილი გახლდათ.

რაც შეეხება მეორე კლასის მოსწავლეებს, მათ  ხელოვნების გაკვეთილზე საჩუქრები და მისალოცი ბარათები საკუთარი ხელით დაამზადეს. 

სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარს კიდევ უფრო ავითარებს.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203