იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს კალიგრაფიასა და ხატვაში შეეჯიბრნენ
20-04-2018

იდლიანის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში ყველა კლასის მოსწავლე აქტიურად ჩაერთო. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს.

ღონისძიება მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნახატებითა და დეკორაციებით გააფორმეს.

ღონისძიებაზე დიპლომებით დაჯილდოვდნენ სკოლის შიდა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები. სკოლის დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეები ერთმანეთს კალიგრაფიასა და ხატვაში შეეჯიბრნენ. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203