ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტიკამის რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
20-04-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტიკამის 300-ზე მეტი მოსწავლე დღეიდან უმაღლესი სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილ სკოლაში აგრძელებს სწავლას. 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული შენობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თერეზა ჩივჩიანი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თერეზა ჩივჩიანი მადლობას უხდის ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ მასშტაბური პროექტის განხორცილებისათვის:

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბურ ინვესტიციებს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქის N4 და კარტიკამის საჯარო სკოლებს ჩაუტარდათ რეაბლიტაცია. 19 აპრილს კარტიკამის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. რესურსცენტრის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ მასშტაბური პროექტის დაფინანებისა და განხორცილებისათვის,“ - აღნიშნა თერეზა ჩივჩიანმა Etaloni.ge-სთან საუბრისას.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“-ს მიერ უკვე განხორციელდა 33 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, აქედან 6 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203