სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის ძეგლთან ლექსები წაიკითხეს
20-04-2018

სამთაწყაროს საჯარო სკოლაში დედა ენის დღე გასვლითი ღონისძიებით აღნიშნეს. 

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა განგა ჭუჭუხაშვილმა და მერი ხარაშვილმა გაუწიეს. 

სკოლის III, IV და V კლასის მოსწავლეებმა, მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად დედა ენის ძეგლი და იაკობ გოგებაშვილის საფლავი მონახულეს. 

მოსწავლეებმა დედა ენის ძეგლთან ლექსები წაიკითხეს და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობაზე ისაუბრეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსიამ მოსწავლეებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. 

„მოზარდებმა აღნიშნეს, რომ არამარტო გაუმყარდათ დედა ენისადმი სიყვარული, არამედ გაუფრთხილდებიან და იზრუნებენ კიდეც მასზე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ექსკურსიაზე მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი გამოუშვეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203