განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში პედაგოგებთან შეხვედრას აგრძელებს. შეხვედრების ციკლი უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს. ამჯერად კი სემინარი მუსიკის მასწავლებლებისთვის ჩატარდება.
მასწავლებლებისთვის შეხვდერა/სემინარს დღეს, მუსიკის საგნობრივი ექსპერტი დავით ზათიაშვილი გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე ჩატარდება და საუბარი კომპლექსური დავალებების მნიშვნელობასა და გამოწვევებს შეეხება.
შეხვედრა კვლავ ონლაინ, თიმსის პლატფორმაზე ჩატარდება - დასასწრებად გადადით
ბმულზე.