როგორია სკოლაში საპენსიო ასაკის მასწავლებლების როლი?
05-02-2023

მასწავლებლები ახალგაზრდების ცხოვრების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ისინი მათ არა მხოლოდ კონკრეტული საგნის ცოდნას, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც უზიარებენ.

სკოლაში, როგორც წესი, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის პედაგოგები მუშაობენ - არიან როგორც პენსიონერები, ასევე ისინიც, ვინც უნივერსიტეტი ახლახან დაამთავრა. საზოგადოების რაღაც ნაწილს მიაჩნია, რომ სკოლაში უფრო მეტი ახალი კადრი უნდა იყოს და ასაკოვანმა მასწავლებლებმა ასპარეზი სხვებს დაუთმონ.

ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ რა როლი აქვთ გამოცდილ, უკვე ასაკში შესულ მასწავლებლებს სკოლაში. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უცხოელი ექსპერტის მოსაზრებას გიზიარებთ.

ბევრი პედაგოგი, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ათეული წლები ასწავლის, მაინც სიახლეებზე ორიენტირებულია, ისინი მუდვიმად განვითარებას ცდილობენ და თანამედროვე მიდგომებსაც იყენებენ.

  • ხშირ შემთხვევაში, გამოცდილ პედაგოგებს მშობლები უფრო მეტად ენდობიან;
  • მათი ყოლა სკოლის პრესტიჟზე დადებითად აისახება;
  • როდესაც სკოლაში ახალი კადრი მოდის, მას გამოცდილი პედაგოგები აკვალიანებენ;
  • მათ დიდი ცხოვრებისეული ცოდნა აქვთ დაგროვლი, რასაც სწავლებისას ეფექტურად იყენებენ;
  • მოსწავლეებისთვის მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა, რადგან ისინი სხვა თაობის წარმომადგენლები არიან.;
  • მათ კარგად გამოსდით ნებისმიერი ასაკის ადამიანთან ურთიერთობა.
სკოლაში თითოეულ მასწავლებელს მნიშვნელოვანი როლი აქვს. ისინი ერთიანი ძალებით მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნავენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203