კერძო სკოლა ,,მილენიუმის“ მოსწავლეებმა მსოფლიო რელიგიების შესახებ ცოდნა გამოავლინეს
20-04-2018
რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმში“ ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული აქტიურად მიმდინარეობს. 

კვირეული ჩვეულებისამებრ, დატვირთულია ღია გაკვეთილებით, პოეზიის საღამოებითა და პროექტ-კონკურსებით.

კვირეულის ფარგლებში, მეათე კლასში გეოგრაფიაში ღია გაკვეთილი ჩატარდა. სასწავლო პროცესს პედაგოგი ლიანა ონაშვილი ხელმძღვანელობდა. გაკვეთილი რელიგიების გეოგრაფიას ეხებოდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მსოფლიო და ეროვნული რელიგიების ცოდნა გამოავლინეს და საქართველოში გავრცელებული რელიგიები წარმოაჩინეს. შეავსეს „ასოციაციური რუკა“ და ჯგუფებად დაყოფილებმა მონოთეისტური რელიგიების თავისებურებებზეც ისაუბრეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203