სამინისტრომ განახლებული კალენდარი გამოაქვეყნა - პედაგოგებთან შეხვედრები ონლაინრეჟიმში ჩატარდება
06-02-2023

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგნობრივი ექსპერტები პედაგოგებთან ლექცია-სემინარებს ატარებენ.

საგნობრივი შეხვედრები გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგემის დანერგვის პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებასა და პრობლემური საკითხების განხილვას, სიახლეების გაცნობას.

ამჯერად, სამინისტრომ ახალი კალენდარი გამოაქვეყნა და შეხვედრა-სემინარები 19:00 საათზე, „თიმსის“ პლატფორმაში ჩატარდება.

იხილეთ ახალი განრიგი საგნების მიხედვით:

6 თებერვალი/ორშაბათი - შეხვედრა/სემინარი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტ გია ბეგიაშვილთან.

თემა: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განვითარება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში.

7 თებერვალი/სამშაბათი - შეხვედრა/სემინარი ისტორიის საგნობრივ ექსპერტ თინათინ გაგნიძესთან.

თემა: ცნებებზე ორიენიტრებული სწავლა-სწავლება - სამიზნე ცნებები, ცნებების იერარქია, სამიზნე ცოდნის სტრუქტურა.

8 თებერვალი/ოთხშაბათი - შეხვედრა/სემინარი კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტ სანდრო ასათიანთან.

თემა: ალგორითმული აზროვნება და სქრეჩის გამოყენება სასწავლო პროცესში.

9 თებერვალი/ხუთშაბათი - შეხვედრა/სემინარი მე და საზოგადოების ექსპერტ ნიკო სილაგაძესთან.

თემა: საგნის „მე და საზოგადოება“ ინტეგრირება დაწყებითი საფეხურის სხვა საგნებთან.

10 თებერვალი/პარასკევი - შეხვედრა/სემინარი მეორე უცხო ენის ექსპერტ ლია ბეჟანიშვილთან.

თემა: ხუთი საგანმანათლებლო პრინციპის გააქტიურება კომპლექსურ დავალებაში მეორე უცხოური ენის მაგალითზე.

11 თებერვალი/შაბათი - შეხვედრა/სემინარი პირველი უცხო ენის ექსპერტ თამთა კამკამიძესთან.

თემა: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განვითარება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პირველ უცხოურ ენაში /ინგლისურ ენაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203