გთავაზობთ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის შედეგებს.
შედეგების ნახვა შესაძლებელია პირადი ნომრითა და იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც ტესტირების დღეს გადაეცა აპლიკანტს.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას.
შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64).