როგორია სპეციალური მასწავლებლების ანაზღაურება საზღვარგარეთ? 
11-02-2023


სპეციალურმა მასწავლებელმა პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირება უნდა შეძლოს. მან, სსსმ მოსწავლესთან მუშაობის პროცესში, აკადემიური უნარ-ჩვევების დაუფლების მიზნით სხვადასხვა მიდგომა, მეთოდი და სტრატეგია უნდა გამოიყენოს - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რა მოვალეობაც სპეც.პედაგოგმა უნდა შეასრულოს.

პედაგოგებს ბევრი პასუხისმგებლობა და მოვალეობა აქვთ. ამასთან ერთად, საინტერსოა, თუ რამდენია მათი ანაზღაურება საქართველოში. 

მასწავლებელთა ვაკანსიების ვებ-გვერდზე განთავსებულია ვაკანსიები, სადაც წერია ინფორმაცია, თვეში რამდენ ლარს სთავაზობენ სპეციალურ მასწავლებლებს. თბილისის ერთ-ერთ სკოლაში თანხის ოდენობა 535-542 ლარია, რეგიონის ერთ სკოლაში - 524, მეორეში - 450-540, მეამეში კი 400-600 ლარია.

მოვიძიეთ ინფორმაცია, რა თანხის გამომუშავება შეუძლიათ სპეციალურ მასწავლებლებს სხვადასხვა, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყანაშიც.

გერმანიაში სპეციალური მასწავლებლის საშუალო წლიური ხელფასი 53 408 ევროა (149 969.66 ლარი). გარდა ამისა, ისინი ბონუსებსაც იღებენ. დამწყები სპეციალური პედაგოგის (1-3 წლიანი გამოცდილება) საშუალო ხელფასი 38 522 ევრო, ხოლო გამოცდილი მასწავლებლის (8+ წლიანი გამოცდილება) წლიური საშუალო ხელფასი 65 743 ევროა.

აზერბაიჯანში სპეციალური მასწავლებლის საშუალო თვიური ხელფასი, დაახლოებით, 2570 აზერბაიჯანული მანათია (3826.73 ლარი). ძირითადად, ხელფასები 1260-დან 4010 მანათამდე მერყეობს. სპეციალური მასწავლებლის ხელფასი მკვეთრად განსხვავდება გამოცდილების, უნარების, სამუშაო ადგილის მიხედვით.

წელიწადში სპეციალური მასწავლებლის საშუალო ხელფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში 60 304 დოლარია (157 393.44 ლარი). წლიური ანაზღაურება, როგორც წესი, 47 538-დან 78 978 დოლარამდე მერყეობს. ის დამოკიდებულია სამუშაო ადგილზე, მასწავლებლის კვალიფიკაციასა და შესასრულებელ სამუშაოზე.

კანადაში სპეციალური მასწავლებლის წლიური საშუალო ხელფასი 67 311 დოლარია (175 681.71 ლარი). აქაც ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი კადრის გამოცდილებაა. დამწყებთა ანაზღაურება წელიწადში 56 063 დოლარით, ხოლო ყველაზე გამოცდილი მუშაკების წელიწადში 85 958 დოლარით განისაზღვრება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203