გამარჯვების საჯარო სკოლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, მოეწყო ინტელექტუალური კონკურსი უფროსკლასელებს შორის - „რა? სად? როდის?“, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მშობლები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. კონკურსში გამარჯვებული და მონაწილე გუნდები დაჯილდოვდნენ.
ამავდროულად, სკოლის X კლასის მოსწავლემ, ქეთევან მაქარაშვილმა, SMART-ის ოლიმპადაზე (ორ საგანში) საპრიზო ადგილი დაიკავა. მას ჯილდოდ ფასიანი საჩუქარი და დიპლომი გადაეცა.
გამარჯვების საჯარო სკოლაში პატივი მიაგეს ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. მიძღვნილ ღონისძიებებში მოსწავლეები და პედაგოგები ჩაერთვნენ. ყველა კლასში დამრიგებლებმა მისი გმირული ბიოგრაფიის შესახებ ისაუბრეს.
ქართული ენის ისტორიასთან დაკავშირებით კი არაერთი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა სხვადასხვა სკოლისა და რაიონულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის, დაამზადეს დედაენის მაკეტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები