განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 7 თებერვალს, 19:00 საათზე ისტორიის საგნის ექსპერტი, ნიკო სილაგაძე პედაგოგებთან სემინარს ჩაატარებს.
სამინისტრომ განახლებული კალენდარი გამოაქვეყნა - პედაგოგებთან შეხვედრები ონლაინრეჟიმში ჩატარდება
შეხვედრის თემა იქნება „ცნებებზე ორიენტირებული სწავლა-სწავლება - სამიზნე ცნებები, ცნებების იერარქია, სამიზნე ცოდნის სტრუქტურა“.
სემინარი „თიმსის“ პლატფორმაზე, ონლაინრეჟიმში ჩატარდება.