შრომის საჯარო სკოლაში მე - 4 კლასელებმა ღონისძიება ჩაატარეს
23-04-2018
შრომის საჯარო სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში, მონაწილეობა მე - 4 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
წარმოდგენას, რომლის სახელიც იყო - „მამული, ენა, სარწმუნობა“, კლასის დამრიგებელმა, ნინო დოლენჯაშვილმა უხელმძღვანელა. მოსწავლებს მომზადებული ჰქონდათ შესაბამისი სიტყვები, ლექსები და მუსიკალური ნომრები. ღონისძიების მიზანი იყო მონაწილეებში სამი ღვთაებრივი სიტყვის მნიშვნელობის გააზრება და გათავისება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები.